მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალა ერთობაშია“: საზაფხულო ბანაკი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის და უკრაინელ მებრძოლთა შვილებისთვის

კოკა კოლა
BM. GE
14.09.23 14:15
73

ბავშვების ადგილი ომში არ არის, არც საოკუპაციო ხაზთან, ისინი შიშში არ უნდა იღვიძებდნენ და დაუვიწყარი თავგადასავლების ძებნისას იმაზე არ უნდა უწევდეთ ფიქრი, რამდენად მიუახლოვდნენ საშიშ ზონას, რომლისგანაც მშობლები თავის შორს დაჭერას სთხოვდნენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარსული, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი“ - ამ სლოგანით გაერთიანდნენ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რათა სულ მცირე 108 ბავშვის ცხოვრება მაინც შეცვალონ უკეთესობისკენ.

2021 – 22 წლებში ბანაკში ათამდე ნაკადის მიღება მოხდა, მათ შორის იყვნენ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები და უკრაინაში რუსეთის ტერორისტული აგრესიის შედეგად მიმდინარე ომის გამო საქართველოში დევნილობაში მყოფი უკრაინელი ბავშვები.

წელს საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ უკვე მესამედ  მასპინძლობს სტუმრებს. 
აგვისტოში ბანაკს სტუმრობდნენ მოზარდები  საქართველოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებიდან.  ამჟამად ბანაკში იმყოფებიან უკრაინელ მებრძოლთა შვილები. მათი საქართველოში ჩამოსვლა საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერაა ორგანიზებული. მონაწილეთა ასაკი -  12-15 წელი.  თითო ჯგუფში 12 მათგანია გაერთიანებული, 6 ბიჭი და 6 გოგო.

ბანაკის  აქტივობები მოიცავს როგორც შემეცნებით, გასართობ საექსკურსიო, ასევე სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს: ჯომარდობა, ლაშქრობა, კარვების ქალაქის მოწყობა, ექსკურსიები რაბათის ციხესა და  ვარძიაში, საბანაკე თამაშობები, ხელოვნურ კედელზე ცოცვა, მშვილდოსნობა, ზიპლაინი, მხატვრული კითხვა, ხატვა და ა.შ. 


ბანაკის ადგილმდებარეობა არის ბორჯომის ხეობაში, მთაში, მდინარის პირას, საკურორტო ზონაში. საბანაკე ტერიტორია - ბორჯომის ხეობა, სოფელი ჩითახევი, ბანაკი „ჯომარდია“. განმახორციელებელი - კომპანია: რაფტინგ.ჯი“.

ბანაკის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა 2021 წელს. სამოქალაქო აქტივისტების და კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიას ერთობლივი მუშაობის შედეგად იმავე წელს განხორციელდა პირველი ნაკადების მიღება.

გასულ წლებში ჩატარებული აქტივობით კმაყოფილი ბენეფიციარების რეაქციამ და დადებითმა გამოხმაურებამ დაამტკიცა, რომ განხორციელებულმა იდეამ ნაყოფიერად იმუშავა.


საზაფხულო ბანაკის დამფუძნებლები არიან: ეგორ კუროპტევი, სოფიო ჭყონია & დავით ქაცარავა.


გენერალური პარტნიორი: კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები