მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალა ზრუნვაშია" - HR-ების, იურისტების და ქოუჩების შეთავაზება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს

ძალა ზრუნვაშია

"ძალა ზრუნვაშია" - HR-ები, იურისტები და ქოუჩები საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ.

შეთავაზება იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც დასაქმებულია (ან იყო) საჯარო სექტორსა თუ კერძო კომპანიაში და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა.

შესაბამის საკითხებზე პროფესიული კონსულტაცია 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-შია დაგეგმილი. 15:00-ზე კი ღონისძიების მონაწილეები შეუერთდებიან საყოველთაო ჯაჭვს და მსვლელობას პარლამენტისკენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

"თუ დასაქმებული ხართ (ან იყავით) საჯარო სექტორსა თუ კერძო კომპანიაში და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო:

▪️ წამოხვედით სამსახურიდან

▪️ რჩებით პოზიციაზე, მაგრამ ხართ დისკრიმინაციის ან წნეხის მსხვერპლი

▪️ გსურთ სამსახურის შეცვლა

ჩვენ, HR-ები, იურისტები და ქოუჩები 28 დეკემბერს 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-ში გაგიწევთ პროფესიულ კონსულტაციას შემდეგ თემებზე:

  • როგორ გამოვხატო საკუთარი აზრი და პოზიცია შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში
  • როგორ მოვიქცე, როდესაც მენეჯერი გათავისუფლებით მემუქრება ან როდესაც მენეჯერი მთხოვს გათავისუფლების განცხადების დაწერას პოლიტიკური შეხედულების გამო
  • როგორ მოვიქცე, თუ მინდა გაფიცვა
  • როგორ გამოვხატო ჩემი პოზიცია გუნდში, სადაც აზრს არ გამოხატავენ და არ საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე
  • როგორ მოვემზადო სამსახურის ცვლილებისთვის
  • როგორ მოვიქცე, როდესაც მიწევს მტრულ გარემოში მუშაობა (პოლიტიკური ნიშნით შევიწროება)?
  • როგორ გავმართოთ Linkeidin პროფილი და შევადგინოთ ეფექტური რეზიუმე
  • როგორ დავსაქმდე საერთაშორისო ბაზარზე საქართველოდან
  • როგორ მოვემზადო ონლაინ და ოფლაინ ინტერვიუსთვის
  • როგორ გავაუმჯობესო ინგლისური ენის ცოდნა თანამედროვე საშუალებებით;
  • როგორ გავიუმჯობესო ემოციური გამძლეობა და სტრესის მართვის უნარები.

ამ და სხვა მრავალ თემაზე ვისაუბრებთ მოწვეულ პროფესიონალებთან ერთად. ღონისძიებაზე დაგხვდებათ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც ერთ მაგიდასთან პირისპირ შეძლებთ ისაუბროთ ექსპერტთან, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.

CV-ს და გასაუბრების უნარების გაუმჯობესების ნაწილში შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი რეზიუმე (ამობეჭდილი) და კარიერის კონსულტანტისგან მიიღოთ ინდივიდუალური რჩევები. CV-ის ამობეჭდვას შეძლებთ ადგილზეც.

შეავსე ფორმა ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის: https://forms.gle/WsMNarjUxRVDkPKi7

15:00-ზე კი შევუერთდებით საყოველთაო ჯაჭვს და მსვლელობას პარლამენტისკენ",- წერია ღონისძიების აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები