აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ ინიციატივაზე MEGOBARI Act-ზე დაწესებული სამიდან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა. შესაბამის ინფორმაციას ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ლექს რაუფოღლუ ავრცელებს.
„ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – წყაროები მეუბნებიან! წინ გავდივართ!“ — წერს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ X-ზე.
რამდენიმე დღის წინ რაუფოღლუ წერდა, რომ მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი მხარს არ უჭერდნენ, “მეგობარი აქტი” დაჩქარებული ვადებით მიეღოთ.
თუ სენატორები ერთხმად შეძლებენ შეთანხმებას, მეგობარი აქტი სწრაფად იქცევა კანონად, სხვა შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა სტანდარტული, პროცედურით წარიმართება.

























