მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალიან გულდასაწყვეტია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ამჟამინდელი მდგომარეობა - გიორგი შაგიძე

შაგიძე

“ძალიან გულდასაწყვეტია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ამჟამინდელი მდგომარეობა” – „ლელოს“ ლიდერების და ყოფილი ბიზნესმენების 8-8 თვით დაპატიმრებას "თიბისი ბანკის” ყოფილი ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე, ბანკირი გიორგი შაგიძეც ეხმაურება.

„ამ ადამიანებთან “თიბისიში” გატარებული მრავალი წლის მეგობრობა და უამრავი პოზიტიური ემოცია მაკავშირებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აკეთებდნენ დიდ საქმეებს ბიზნესში უდიდესი პატრიოტიზმის განცდით.

„თიბისში“ მუშაობის პერიოდში ბადრისთან ერთად უამრავი დრო მაქვს გატარებული - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინვესტორების მოძიებასა და საქართველოში მათი ჩამოყვანის საქმეში. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისაც ღრმად ესმის საქართველოს წარსული, მისი ადგილი მომავალში და შეუძლია, ეს სათანადოდ და დამაჯერებლად გადმოსცეს.

სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ, რაც დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ აკლიათ!“, - დაწერა მან Facebook-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის: გიორგი შაგიძის TBC ბანკში მუშაობის პერიოდში ბანკის ერთ-ერთი დიდი მიღწევა 2014 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და აქციათა პირველადი შეთავაზება იყო. ის TBC-ის უზბეკური შვილობილის CEO-ც იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები