მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ლოგიკურია მარტში კლუბების გახსნა - დავით ლეჟავა

620ce7a318cf0
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 21:29
943
მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია მუშაობას მარტიდან განაახლებს. “როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”,-წერია მთავრობის მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ერთადერთი შეზღუდვა, რაც საკლუბო სექტორს მთავრობამ დაუტოვა, ღონისძიებაზე დამსწრეთა ოდენობას ეხება, რაც 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელი დავით ლეჟავა ამბობს, რომ მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვა მათთვის მისაღებია და იმედოვნებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ეს შეზღუდვაც მოიხსნება.

“ძალიან ლოგიკურია მარტის თვის რიცხვები [5-6 მარტი], რაც დასახელდა”, - ამბობს ლეჟავა BMG-თან.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ რამდენიმე კლუბი დააჯარიმა და დალუქა. დავით ლეჟავას თქმით, ამ ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე მთავრობასთან მუშაობენ.

“ჯარიმების ანულირებაზე მუშაობა ბიზნესომბუდსმენის ოფისის დახმარებით დაწყებულია. ეს ჯარიმები გამოწვეული იყო არასწორი კომუნიკაციითაც. ვმუშაობდით სივრცეების გახსნის სისტემაზე, თავის დროზე მიიღო მთავრობამ ეს სისტემა და თქვა რომ ამით შესაძლებელი იყო მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობა. გაურკვევლობის გამო ეს ჯარიმები მაინც გამოიწერა. დავასაბუთეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სივრცეებისთვის, რომელთაც ძალიან ცუდი ფინანსური სიტუაცია აქვთ, რომ ისინი გაბათილდეს. ამ საკითხზე როგორც გითხარით ბიზნესომბუდსმენის ოფისი მუშაობს. დაწყებულია ეს პროცესი და, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება”,-ამბობს ლეჟავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები