მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში"

5a3a1344771b5
BM.GE
20.12.17 11:36
1527
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია.

„ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება, და შესაბამისად, მაქსიმალურად შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაკრედიტების 70 % ლარში არის გადასული.

"ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. “ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები