საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ოკუპაციის თემაზე მათ მიერ დაფინანსებული ფილმის გადაღება საინტერესო ხერხით ხდება. ფილმის შესახებ სერგი გვარჯალაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
მან აღნიშნა, რომ ფილმი „კეტარისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რამეთუ კრეატიულ ინდუსტრიაში მოქმედი ფონდი ფილმის ინვესტორია.
„ფაქტობრივად, ფილმის პრეპროდუქცია დასრულებულია. ჯგუფი პროდუქციის ფაზაშია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამიტომ ამ გუნდთან პირადი ურთიერთობა გვაქვს. ფილმის გადაღების პროცესსაც ჩვენ შესაბამისად გავაშუქებთ, რადგან მისი გადაღება გარკვეული საიდუმლოა. ეს არ არის მარტივი ფილმი და ის რეალობასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ მას ძალიან საინტერესო ხერხით ვიღებთ, ამაზე შევჩერდები და ფილმში ნახეთ.
ეს ფილმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვიჭირს იმის ახსნა, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე ასეთი ორგანიზაცია ინვესტირებას ამგვარ პროექტებშიც ვახორციელებთ. ჩვენთან ძალიან ბევრია IT სტარტაპი მოდის და ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ ვექცევით ჩარჩოებში და ამ ტიპის პროექტებითაც ვინტერესდებით“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.




























