მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან ხშირად, ხელშეკრულებებში ყველაზე საინტერესო ინფორმაცია, მცირე ზომის შრიფტით არის დაწერილი"

590860f05a146
BM.GE
02.05.17 14:34
1456
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ წესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტდება არერთი წესი და შემოდის ახალი მოთხოვნები. გვენეტაძე განმარტავს, რომ მომხმარებელს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც საფინანსო ორგანიზაციასთან დებს.

აღნიშნული წესების დაცვას მონიტორინგს თავად ეროვნული ბანკი გაუწევს. მათ შორის ცხელ ხაზზე მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული შენიშვნების საფუძველზე.

„ეს წესები პირველი ივნისიდან შევა ძალაში. ამ წესების მოქმედების ქვეშ მოექცევა როგორც კომერციული ბანკები ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ბევრი მოთხოვნაა დაწესებული. მაგალითად თუ რა უნდა იყოს მინიმალური შრიფტის ზომა, - ძალიან ხშირად, ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ვთქვათ ეფექტურ განაკვეთთან დაკავშირებით მცირე ზომის შრიფტით არის დაწერილი, რამაც შესაძლოა მომხარებელს უბიძგოს რომ, არ წაიკითხოს ინფორმაცია.

მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელი იქნება რომ საფნანსო ირგანიზაციამ წინასწარი ხელშეკრულება მიაწოდოს მომხმარებელს. ჩვენ ვთხოვთ მათ რომ გახსნან მაქსიმალურად ინფორმაცია. მომხმარებელსაც თავისი ვალდებულება აქვს. მან უნდა წაიკითხოს მთლაიანდ ხელშეკრულება. გვსურს თანაბარი პირობები შევქმნათ ამ სიტუაციაში.
ძალიან ბევრი ხელშეკრულება იდება, ყველას მონიტორინგი შეუძლბელი იქნება, ამიტომაც გვაქვს ცხელი ხაზი და მოხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური. არცერთი პრეტენზია და შენიშვნა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები