მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკა" ფართოვდება

5a997459e6425
მაია ბიწაძე
03.03.18 17:00
3036
"ძევერის მეფრინველეობის" კომპანია გორის რაიონში, სოფელ გრაკალში ახალ ფაბრიკას ხსნის, რაშიც 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც Bm.ge-ს მეფრინველეობის ფაბრიკის ხელმძღვანელმა რამაზ გიორგობიანმა განუცხადა, ახალ შენობაში ყოველთვიურად 25 ათას ბროილერის ჯიშის ქათამს გაზრდიან, რაც მათ წარმადობას ორჯერ გაზრდის.

"სოფელ გრაკალში არსებულ ძველ შენობას მოდერნიზაცია გავუკეთეთ და თანამედროვე მოწყობილობებით აღვჭურვეთ, იქ ყოველთვიურად 25 ათას წიწილს გავზრდით, რაც შემდეგ დაკლული სახით თბილისის სუპერმარკეტებში, ძირითადად "კარფურის“ ქსელში გაიყიდება", - განაცხადა რამაზ გიორგობიანმა.

"ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკა" უკვე ფლობს ერთ ობიექტს გორში, სოფელ ძვერაში, სადაც ქათამს და კანადური ჯიშის ინდაურს ზრდიან. ფაბრიკას საკუთარი სასაკლაო და საჩეკი ინკუბატორიც აქვს. კომპანია "კარფურს" დღეში 800 კილოგრამი ხორცით ამარაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები