მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძიძებისა და მშობლების დამაკავშირებელი ქართული პლატფორმა My Nanny უკრაინის ბაზარზე გავიდა

604235c476c6e
ნუცა ბაზლიძე
04.03.21 00:30
948

საქართველოში დაარსებული პლატფორმა My Nanny, რომელიც მშობლებსა და ძიძებს ერთმანეთთან აკავშირებს, ქვეყნის საზღვრებს გასცდა და დაახლოებით ერთი თვეა, რაც უკვე უკრაინაშიცაა წარმოდგენილი. ამის შესახებ პლატფორმის თანადამფუძნებელმა ნინო დვალიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა. 

როგორც ნინო დვალიძე აღნიშნავს, პლატფორმის დაფუძნების მიზანი სფეროში არსებულ გამოწვევებს, ძიძების დეფიციტსა და სანდოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, ანალოგიური პრობლემა უკრაინაშიც შეინიშნება და სწორედ ამიტომ მიანიჭეს უპირატესობა ამ ქვეყანას. სამომავლოდ კი, მოიაზრება რომ My Nanny ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც შევა. 

პლატფორმის თანადამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე, My Nanny-ზე 10 000-მდე მშობელია გაერთიანებული, ასევე წარმოდგენილია 500-მდე ძიძა, რომლებმაც იქ მოსახვედრად ყველა საფეხური გადალახეს. მისივე განმარტებით, მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებსაც სამუშაოს გრაფიკთან მორგების საშუალება ეძლევათ. 

„ნდობა ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძია. თითოეულმა ძიძობის მსურველმა უნდა გადალახოს ფსიქოლოგთან გასაუბრება, უნდა წარმოადგინოს ნასამართლეობის ცნობა, საჭიროა რეკომენდატორი მშობლის ინფორმაციის გაზიარება, პირადობის მოწმობა“ - აღნიშნავს ნინო დვალიძე. 

ცნობისთვის,My Nanny დაახლოებით 5 თვეა რაც დაფუძნდა. მას სულ 3 თანადამფუძნებელი ჰყავს. საწყის ეტაპზე, პროექტი GITA-მ 100 000 ლარით დააფინანსა. ასევე, პლატფორმას განვითარებაში 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა დაეხმარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები