ძირითადი გამოწვევა ლარისთვის არის ჩვენი სავაჭრო ბალანსი,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს.
მისი თქმით, ლარის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზები ამ ეტაპისთვის არ არსებობს.
„ამ წუთას კონკრეტული ფაქტორი, რომელმაც ეს გამოიწვია, არ ჩანს, თუ არ ვიგულისხმებთ იმას, რომ ტურიზმის მიმართულებით გარკვეული შემცირებაა. წინასაარჩევნოდაც არსებობს გარკვეული მოლოდინები. ახალი არაფერი არ არის აქ. ძირითადი გამოწვევა ლარისთვის არის ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“,- აცხადებს რომან კაკულია.