საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან მიმდინარე წლის 2 ივნისიდან გათავისუფლდა, თუმცა საწარმოო საქონლის იმპორტისას ბიზნესს დღგ-ს გადახდა ისევ უწევს. "ბიზნესკონტრაქტთან" პირად საუბრებში ბიზნესი აცხადებს, რომ ძირითადი საშუალებების ნუსხა, რომელზეც შეღავათი გავრცელდება, მთავრობას მიღებული არ აქვს. მათი თქმით, საქონელი მომწოდებლებთან გაჩერებული აქვთ, იმის გამო რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გაცხადებული შეღავათის აღსრულების მექნიზმი ამ დრომდე ვერ მოიფიქრა. მათ ეჭვი აქვთ, რომ სასაქონლო ნუსხის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებაა.
შემოსავლების სამსახურმა დაგვიდასტურა, რომ შესაბამისი სამთავრობო დადგენილება მიღებული არ არის. ,,მიმდინარე წლის 13 მაისს მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლს დაემატა 31 ნაწილი, რომლის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული იმსაქონლის იმპორტისას, რომლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით,დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა, ანუ რეალურად ხდება დღგ-ის გადახდის გადავადება და არა დღგ-ისგან განთავისუფლება. აღნიშნულთან დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებამიღებული არ არის", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ბიზნესი ამბობს, რომ მათ უნდათ იცოდნენ როდის შეძლებენ იმ შეღავათით სარგებლობას, რომელიც ძალაში გასულ თვეში შევიდა. ამის შესახებ მათ ბიზნესომბუცმენის აპარატსაც მიმართეს. როგორც ომბუდსმენის მოადგილემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, მთავრობის დადგენილების პროექტზე ფინანსთა სამინისტროს მუშაობა დასრულებული აქვს და მათი ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა ეკონომიკურ საბჭოს.
"ამ ეტაპზე მხოლოდ კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე ვერ ისარგებლებს ბიზნესი 45 დღიანი ვადით, ვინაიდან არ არის ცნობილი იმ საქონლის სახეები, რომლებზეც ვრცელდება 45 დღიანი ვადა’’-აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
"ამ ეტაპზე მხოლოდ კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე ვერ ისარგებლებს ბიზნესი 45 დღიანი ვადით, ვინაიდან არ არის ცნობილი იმ საქონლის სახეები, რომლებზეც ვრცელდება 45 დღიანი ვადა’’-აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
მისი განცხადებით, სასაქონლო ნუსხის განსაზღვრა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ხელოვნურ დაბრკოლებებს მისი ინფორმაციით, ადგილი არ აქვს.
"ბიზნესის ინფორმირება მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფოსაც სჭირდება დრო, რომ სწორად გაატაროს საგადასახადო პილიტიკა", - ამბობს საგადასახადო საკითხებში ექსპერტი რუსუდან კემულარია.
რა მოცულობის შემოსავლები დააკლდება ბიუჯეტს, რაც ძირითადი საშუალებების იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით შედიოდა ბიუჯეტში, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან როგორც შემოსავლების სამსახურში განგვიცხადეს, საქონელი ძირითადი საშუალებაა იმპორტისთვის, თუ საბრუნავი საშუალება, ასეთი აღრიცხვა იმპორტის დროს არ ხდება. შესაბამისად, უწყებაში ინფორმაცია ძირითადი საშუალებების იმპორტის შესახებ არ არსებობს.

























