მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძირულა - ჩუმათელეთის გზის აღდგენისთვის აზიის განვითარების ბანკმა 80 მილიონი დოლარის სესხი გამოყო

58ddff944d9c3
BM.GE
31.03.17 11:03
1702
აზიის განვითარების ბანკმა 80 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის აღდგენის მიზნით. შიდა სახელმწიფოებრივი გზის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღდგება ხარაგაულის გავლით ძირულადან ჩუმათელეთისკენ მიმავალი გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტების თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას და სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას რეგიონში.

"პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში რეგიონული კავშირების დამყარებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხით",- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები