მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ზედამხედველობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

5b6194317bbc1
BM.GE
01.08.18 15:05
983
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ერთობლივი საწარმოს Pyunghwa Engineering Consultants Ltd, Yooshin Engineering Corporation, Roads Rehabilitation and Modernization Supervision Direction Ltd წარმომადგენელმა კიუნ ჩულ შინმა მოაწერეს ხელი.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება.

სამუშაო მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

"საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.
რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. საზედამხედველო მომსახურების ხელშეკრულების ღირებულება 3,207,700.20 აშშ დოლარი და 5,770,524.50 ლარია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 2018-2021 წლებია", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები