მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება

ბათუმის აეროპორტი

ძლიერი ქარის გამო, ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება - ინფორმაცია bm.ge-ს TAV ჯორჯიაში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი 4 რეისი გაუქმდა, 3 ქუთაისის აეროპორტში გადამისამართდა და მხოლოდ ერთი შესრულდა.

ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბათუმში ფრენები უნდა შესრულებულიყო: თელ-ავივიდან, მოსკოვიდან, სტამბოლიდან და ნატახტრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები