მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: "დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები