მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი(ანგისა) - ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ანგისა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო ბათუმი (ანგისა)-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფელ ზარზმასთან), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ — ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობის აღდგენის მიზნით გზის ზედაპირზე არსებული მიწის მასის მოცილება.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეაფასონ მეტეოროლოგიური პირობები და იმგზავრონ სიფრთხილით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები