მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძმები არველაძეების ფონდი "AAA" აგრძელებს მუშაობას

604dc22df2900
თათია კაკიაშვილი
14.03.21 13:10
1331

ძმები არველაძეების მიერ დაარსებული საფეხბურთო ფონდი "AAA" მუშაობას აგრძელებს. როგორც არჩილ არველაძემ გადაცემა BMGDrive-ში განაცხადა, ფონდი დღემდე ძირითად აქცენტს რეგიონებზე აკეთებს, სადაც შედარებით ნაკლები ინფრასტრუქტურაა.

„ჩვენ მოვიცავით ე.წ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, პანკისი, შიდა ქართლის ე.წ. საზღვრისპირა სოფლები. ბოლო ორი წელია, სამი სტადიონი მოვაწყვეთ, მანამდე კი დაახლოებით 25 სოფლის 1000 ბავშვი შევკრიბეთ, დავიქირავეთ მწვრთნელები, მათ ეკიპირებაზეც ვიზრუნეთ. ამ ბავშვებს მიეცათ საშუალება, რომ კვირაში 3-ჯერ ევარჯიშათ. ამასობაში, მუხრანში 2-3 კარგი ფესტივალიც ჩავატარეთ, სადაც ეს ბავშვები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. შემდეგ ისინი ეროვნული ნაკრების თამაშებზეც ჩამოგვყავდა, განსაკუთრებულ დღეებს ვუწყობდით, რაშიც „მაკდონალდსი“ და „მთაწმინდის პარკი“ ძალიან გვეხმარებოდა. მათთან ერთად ამ ყველაფრის ორგანიზებაში კიდევ არაერთი კომპანია და საელჩო ამოგვიდგა მხარში“, - განაცხადა არჩილ არველაძემ.

მისივე თქმით, ფონდის საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალებიც, განსაკუთრებით კი პანკისის და შიდა ქართლის ღონისძიებებში.



„ბუნებრივია, შევარჩიეთ რამდენიმე ისეთი ბავშვი, რომლებიც სხვებზე ნიჭიერი აღმოჩნდნენ. მათ თბილისის 35-ე სპორტულ სკოლაში მოუწიათ თამაში, სადაც ისინი დღემდე თამაშობენ ფეხბურთს. ეს სკოლაც ძალიან გვეხმარება, რადგან ბავშვებს ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი, ცხოვრების, სწავლის და თამაშის მხრივ. ყველამ იცის, როგორი რთულია დღევანდელ პირობებში ამ ყველაფრის ორგანიზება“, - განაცხადა არჩილ არველაძემ.



შეგახსენებთ, არველაძეების ფონდი წლებია, არსებობს და მისი მიზანი რეგიონებში ფეხბურთით დაინტერესებული მოზარდების ხელშეწყობა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები