მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძმები ავალიანების მარანი“ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს

62fcd57d3972e
BM.GE
17.08.22 15:48
852
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქედის რაიონის სოფელ გოგიაშვილებში მდებარე „ძმები ავალიანების მარანი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, შპს „ძმები ავალიანების მარანმა“ 51 მზის პანელის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო. მზის მიკრო ელექტრული სადგური გამომუშავებული ელექტრო ენერგიით (25კვ) მცირე საოჯახო მარანს ამარაგებს. მარნის მოსაწყობად კომპანიას მიღებული აქვს 1,300,000 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი; მარანში 5 ადგილობრივია დასაქმებული; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამა“ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

„სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებულია 76 პროექტი; ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს; თანადაფინანსება 7 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეხება ქედის მუნიციპალიტეტს, პროგრამით დაფინანსებულია 7 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება კი 600 ათას ლარზე მეტია.

სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

„ძმები ავალიანების მარნის“ მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ დაათვალიერეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები