დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ძმამ ჯო ჯონსონმა დეპუტატის და მინისტრის პოსტები დატოვა. განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით კონსერვატიული პარტიის წევრმა სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
‘’ოჯახისადმი ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიყავი გაჭედილი. ეს მოუგვარებელი დაძაბულობაა, შესაბამისად, დროა, ჩემი დეპუტატის და მინისტრის თანამდებობა სხვამ დაიკავოს“- დაწერა კანონმდებელმა.
ჯო ჯონსონი თემთა პალატის წევრი იყო, ამავდროულად უნივერსიტეტებისა და მეცნიერების სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.
პოლიტიკოსმა 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

























