მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე ონკოლოგიური კონფერენცია ჩატარდა

BM.GE
03.04.23 11:54
137
„კარაპს მედლაინის“ ორგანიზებით ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შესახებ კონფერენცია გაიმართა. „ევექსი ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წამყვანმა სპეციალისტებმა დარგის წარმომადგენლებს ძუძუს კიბოს მკურნალობაში არსებული სიახლეები გააცნეს.. მათ შორის, განიხილეს თანამედროვე სამედიცინო სადიაგნოსტიკო საშუალებები და კონსერვატიული, ქირურგიული თუ თერაპიული მკურნალობის უახლესი, 2022 წლის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიები. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება საინტერესო კლინიკურ შემთხვევებზე, ონკოპაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე გამახვილდა. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანი, ქვეყანაში დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმების შემუშავებაა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები