მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველ თბილისს, ავლაბარში, მალე ახალი უბანი - “არსენალი რეზიდენსი” შეემატება

არსენალი რეზიდენსი
BM. GE
15.08.23 09:57
340

ძველ თბილისს, ავლაბარში, მალე ახალი უბანი - “არსენალი რეზიდენსი”  შეემატება, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, გედევანიშვილის ქ.21-ში ვითარდება.

პროექტის პირველი ფაზა 4 საცხოვრებელ ბლოკთან ერთად საოფისე, კომერციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეებს მოიცავს. უბნის მშენებლობა 2023 წლის იანვრიდან აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ბლოკი 2024 წლის ბოლოს სრულდება. „არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია GREA.

„ჩვენი მიზანია ქალაქს შევმატოთ უბანი, სადაც გაცოცხლდება ძველი თბილისური რიტმი, ურთიერთობები და განწყობა.

პროექტი გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით, შიდა ქუჩებით, ეზოებითა და სკვერებით და მასში იდეალურად არის შერწყმული, როგორც თანამედროვე, ისე ძველი თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობა.“- გვითხრა კომპანიის დირექტორმა ლევან ქარუმიძემ.

„წინასწარი გაყიდვები რამდენიმე თვეა დავიწყეთ და პირველ ბლოკში ბინების 30% -მდე  უკვე გაყიდულია. სხვა უპირატესობებთან ერთად: მდებარეობა, ხედები, 170 მ სიგრძის ბულვარი და გადახდის მოქნილი პირობები პროექტის მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ მეორე ბლოკის გაყიდვებს წლის ბოლომდე დავიწყებთ“, - აცხადებს კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი ნინო აბსანძე.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ www.ar.ge

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები