მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველ თბილისში IBIS STYLE-ის ახალი სასტუმრო გაიხსნება

61d9c53fdd6dc
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 19:00
2550
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე 2023 წელს 5–სართულიანი, 67 – ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის პროექტის წარმომადგენელმა, საკონსულტაციო კომპანია PDP–ის მმართველმა პარტნიორმა მინდია გადაევმა მიაწოდა. როგორც გადაევი ამბობს, შესაბამის დოკუმენტს მხარეებს შორის ხელი გასულ თვეში მოეწერა. მისივე განმარტებით, პროექტში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

“ხელშეკრულებას ხელი 20 დეკემბერს მოეწერა. შედარებით მცირე მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, უფრო კონკრეტულად ჯამში 5 მლნ აშშ დოლარის დახარჯვაა გეგმაში. 2023 წელს სასტუმრო გეგმის მიხედვით უნდა გაიხსნას. შენობა უკვე აშენებულია და იწყება მისი მოპირკეთებითი სამუშაოები",-აცხადებს საკონსულტაციო კომპანია PDP მმართველი პარტნიორი.

ცნობისთვის, Ibis Styles „აკორის ჯგუფში" შემავალი ეკონომ–კლასის სასტუმროების ბრენდია. ამასთან, აღნიშნული ობიექტი თბილისში რიგით მეორე ibis Styles სასტუმრო, ხოლო Accor-ის ბრენდის ქვეშ რიგით მეოთხე უძრავი ქონების ობიექტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები