კომპანია “Me and Elvis” მომხმარებლს აღმოსავლეთ ევროპაში 50-60-იან წლებში წარმოებულ ხის ავეჯს სრულად სახეცვლილი და რესტავრირებული სახით სთავაზობს. ბრენდის მიერ წარმოებული თითოეული ეგზემპლარი ექსკლუზიურია და განსაზღვრული ოდენობით არის წარმოდგენილი.
ბრენდის თანადამფუძნებელი თეა მაქაცარია bm.ge-სთან ამბობს, რომ „Me and Elvis” - ის მომხმარებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სივრცისთვის ექსკლუზიურ ნივთს ეძებენ. ამასთან მისივე თქმით, მათი ავეჯი საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი.
„მე ავეჯის წარმოების გამოცდილება მქონდა, ჩემს მეუღლეს – ელვისს – კი ძველი საბჭოთა მოტოციკლების რესტავრირების, საერთო ხედვა და გამოცდილება გავაერთიანეთ, შედეგად კი “Me and Elvis”-ი შევქმენით, ეს არის 50-60-იანი წლების რარიტეტული ხის ავეჯი, რომელსაც რესტავრაციას ვუკეთებთ და იერსახეს ვუცვლით, ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ და ამავდროულად პირვანდელ ხიბლსა და ინდივიდუალიზმს ვუნარჩუნებთ, ავეჯს სხვადასხვა ლოკაციაზე ვპოულობთ და კერძო მფლობელებისგან ვყიდულობთ, წინასწარ არ ვიცით რომელი ნივთი მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას, ამას მისი ტექნიკური და ვიზუალური მონაცემები განსაზღვრავს“ - ყვება თეა მაქაცარია.
ინფორმაციისთვის, “Me and Elvis” ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, ის მხოლოდ ორ ადამიანს აერთიანებს, რაც შეეხება რეალიზაციას, ბრენდის პროდუქცია ონლაინ–პლატფორმების საშუალებით იყიდება.

























