მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი “კინოსტუდიის” ახალი სიცოცხლე

თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისმა მფლობელმა კომპანია “სოდი ინვესტმენტმა” არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. კონკურსს მართავს მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება."სოდი ინვესტმენტ"-მა მიზნად დაისახა არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. გუშინ კი კონკურსანტებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.