როგორც კომპანიაში Bm.ge-ს განუცხადეს, ობიექტის საწყისი ფასი 7 მილიონი დოლარია. კომპანიაში განმარტავენ, რომ კინოსტუდიის პავილიონი ისტორიული ძეგლია და მისი სახის შენარჩუნება აუცილებელია. ამ შემთხვევაში კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად ახალ მფლობელს კულტურის სამინისტროს თანხმობა დასჭირდება.


























