მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძველი თბილისის 8 ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება

57ce91d2e15e7
BM.GE
06.09.16 13:50
3071
ძველი თბილისის 8 ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული ქუჩებია: აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი.

"ასევე, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო“, - განმარტავენ მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები