მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი რეკორდულად $50,9 მლნ-მდე გაიზარდა - სად გავყიდეთ?

ძვირფასი ლითონების მადნები

საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და იანვარში 50,9 მლნ აშშ დოლარი და 11 107 ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის იანვარში 9,5 მლნ აშშ დოლარი და 3818 ტონა იყო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ზრდა 400%-ზე მეტია.

ამასთან, იანვრის სტატისტიკაში მთლიან ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნებს და კონცენტრატებს 10.6%-იანი წილი უკავიათ და ის TOP-3 საექსპორტო საქონელშია.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, გასულ თვეს ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების სრული ექსპორტი ჩინეთზე მოდიოდა, ისევე, როგორც გასული წლების იანვრის თვეებში. თუმცა გასულ წელს სხვა თვეებში ამ საქონლის ექსპორტი ბულგარეთშიც დაფიქსირდა. 2023-2024 წლებში კი აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი შვეიცარიასა და ბელგიაშიც დაფიქსირდა. თუმცა ჩინეთი ამ მხრივ მაინც მთავარი საექსპორტო ბაზარია.

რაც შეეხება გასული წლების ჯამურ მონაცემებს, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო წლებია ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი მზარდია.

2025 წელი - 378,9 მლნ აშშ დოლარი - 104 141 ტონა

2024 წელი - 237,5 მლნ აშშ დოლარი - 85 375 ტონა

2023 წელი - 65,3 მლნ აშშ დოლარი - 22 433 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები