მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ - ევროპარლამენტარის მიმართვა

62b0b59c33936
ალა ისპირიანი
20.06.22 21:57
2984
"მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ", - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას აღნიშნა.

"ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვიცით, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს გზის დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ ორი წლის შემდეგ გავაკეთეთ.

გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკა. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახალ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველზე მასშტაბური აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები