მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძვირი და ცუდი პროდუქტი" - ბიზნესმენი ლურჯ ავტუბუსებზე

5a9d46ddeb5e3
მეგი კავთუაშვილი
05.03.18 17:40
3635
კომპანია Xiamen Golden Dragon Bus-ის საქართველოში ავტობუსების წარმოების იდეა რამდენიმე წელია აქვს, თუმცა ვერც მოძიებული მიწის ნაკვეთის დაუფლებას ახერხებს და ვერც წარმოების დაწყებას. კომპანიის ქართველი წარმომადგენელი მიზეზად ქვეყნის ხელისუფლების არასწორ პრიორიტეტებს ასახელებს.

"ქართულ ხელისუფლებას დაეკარგა რწმენა ქართველი სპეციალისტების. მონუსხულები ვართ უცხოელი სპეციალისტებით და გვგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ უცხოელებმა უნდა გვასწავლონ. ავტობუსების ქარხანას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ აკეთებენ საქართველოში, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. საქართველოში არსებობდა გამოცდილება, ინვესტორმა ნახა ტერიტორია, დააპროექტა ქარხანა და დღესაც მზად ვართ შევქნათ ახალი საწარმო, სადაც 1500 ადამიანი დასაქმდება, პირველი ავტობუსი კი 18 თვის თავზე გამოვა.“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ავთანდილ საყვარელიძემ გადაცემაში "საქმის კურსი".

ქართველი ინჟინერი მერიას სთხოვს არ გამოაცხადოს შესყიდვა ევროპულ ლურჯ ავტობუსებზე და იზრუნოს ქვეყანაში ავტობუსების საწარმოს გაკეთებაზე.

"ჩვენ გვინდა, რომ მერიამ არ გამოაცხადოს ავტობუსების შესყიდვის ტენდერი. ამ ფორმით როგორც გამოაცხადა, ჩვენ ყველაზე ძვირად შევისყიდეთ ყველაზე ცუდი პროდუქტი. ჩემი სურვილია, რომ გამოცხადდეს ტენდერი ადგილობრივი ლოკალიზაციის პირობით. რაც საქართველოს მისცემს 100 მლნ დოლარის ექსპორტის პოტენციალს. ეს არის პრინციპული განსხვავება“ - განაცხადა ავთანდილ საყვარელიძემ "საქმის კურსის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები