ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line -მა, რომელიც საბორნე გადაზიდვებს რუმინეთის მიმართულებით ასრულებდა, ბულგარეთთან სატესტო სარკინიგზო გადაზიდვა შეასრულა. კომპანიამ ტვირთების ტრანსპორტირება ვარნას მიმართულებითაც დაიწყო - ე.წ სამკუთხედ მარშრუტზე, თუმცა მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდის ფონზე ის ფოთი-ვარნა-ფოთის რეგულარული მიმართულების ამოქმედებასაც გეგმავს. პარალელურად კომპანია ფლოტის გაზრდაზე საუბრობს და რამდენიმე კვირაში ოპერირებას 3 ხომალდით გააგრძელებს, საიდანაც 2 კომპანიის საკუთრებაა, ხოლო ერთი იჯარით არის აღებული. როგორია დღეს მოთხოვნა საბორნე გადაზიდვაზე, რა მარშრუტებზე იმოძრავებს ახალი ბორნები და როდის დაიწყებს კომპანია მგზავრთა გადაყვანას?