მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-ის პროექტი IMF-ის მისიის შეფასებაშიც მოხვდა

IMF ალეხანდრო ჰაიდენბერგი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის გუნდი 10-16 დეკემბერს საქართველოში გამართული ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ფონდის განცხადებაში ქვეყანაში შემომავალ საინვესტიციო ნაკადებთან დაკავშირებითაც არის საუბარი. მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაიდენბერგი დადებითად აფასებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 6.5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტს და აღნიშნავს, რომ თუკი პროექტი მართლაც განხორციელდება, ეს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად აისახება.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ განცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის,"- აღნიშნავს ალეხანდრო ჰაიდენბერგი.

თუმცა, მეორე მხრივ IMF-ის მისია მიუთითებს ევროკავშირთან დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობაზე, რაც შესაძლოა ქვეყანაში ევროპულ ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახოს.

"საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან, ზრდის ტემპს მიუახლოვდება. მთავარი გაურკვევლობას წარმოშობს უკრაინაში ომის დასრულების ვითარება, რამაც შეიძლება შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი, მაგრამ ასევე შექმნას სტაბილურობა რეგიონში, რაც გრძელვადიანი ინვესტიციების წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები