მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Easy Charter-ი კიდევ ერთი თვითმფრინავის შეძენას გეგმავს - როგორი იყო კომპანიისთვის 2023 წელი?

იზი ჩარტერი

ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი კიდევ ერთი თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. გეგმის შესახებ კომპანია 2023 წელის ფინანსურ ანგარიშგებაში წერს, რომელიც ანგარიშგებების პორტალზე წარადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში Easy Charter-მა გაყიდა ძველი თვითმფრინავი და შეიძინა ერთი ახალი თაობის საჰაერო ხომალდი, თუმცა, მენეჯმენტი მიუთითებს, რომ დაუგეგმავი ხარვეზების გამო, ერთი თვითმფრინავით ოპერირება გამოწვევად რჩება, რის გამოც კომპანია აქტიურად ეძებს და გეგმავს კიდევ ერთ საჰაერო ხომალდის 2024 წლის ბოლომდე შეძენას.

ანგარიშში წერია, რომ ამ მიმართულებით, მთავარი გამოწვევა ამ კუთხით, საჰაერო გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მსოფლიოში გასაყიდი თვითმფრინავების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და არარეალურ ნიშნულამდე გაზრდილი ფასია.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში შეყვანა კომპანიისთვის ყოველთვის წარმოადგენს გარკვეულ რისკსა და სირთულეებს, კომპანიამ მოახერხა 2023 წელს წარმატებით გაერთვა ზემოაღნიშნული გამოწვევისთვის თავი ახალი თვითმფრინავის გამყიდველთან (MNG Airlines) სველი იჯარის წესით დატოვებით გზით. ამ იჯარის ფორმა მოიცავს ყოველთვიური გარანტირებული ფრენა-საათების ანაზღაურებას გარკვეული პერიოდით (ჩვენს შემთხვევაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე შემდგომი 6 თვით გაგრძელების პერსპექტივით), რაც კომპანიას საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმოს როგორც შემოსავლები, ასევე სხვადასხვა ხარჯები, სახელფასო ფონდი, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო რეზერვები და ა.შ“, - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ფინანსური მონაცემებს, 2023 წელს Easy Charter-ი 20.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2022 წელს არსებული 66.1 მლნ-ის შემდეგ. წლის სრული შემოსავალი კი, 0.66 მლნ ლარი იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 11.7 მლნ -ს შეადგენდა.

ამჟამად კომპანიის დამკვეთები არიან Air Charter Service, Chapman-Freeborn, Maersk, DSV, Bollore Logistics, Dynami Aviation, DHL , ARAMEX და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები