ბრიტანულმა ავიაკომპანია Easyjet-მა ბრექსიტის გამო, 2019 წლის პირველ კვარტალში 218 მილიონი ფუნტი-სტერლინგით იზარალა. ანგარიში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მედიას დღეს წარუდგინეს.
როგორც ირკვევა, კომპანიის დანაკარგი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელის იოჰან ლანდგრენის განცხადებით, დაწეული ფასებისა და ბრექსიტის ამ დრომდე გაურკვეველი დებატების გამო, პოზიტიური პროგნოზები არც ზაფხულის პერიოდშია მოსალოდნელი.
Easyjet-ის ზარალის პარალელურად, საკმაოდ გაზრდილია ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსავლები. კომპანია პირველ კვარტალში 42 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13%–ით მეტია, მოგება კი – 7%–ით და 2,3 მილიარდ ფუნტ-სტერლინგზეა.

























