მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eBay ონლაინ გაყიდვების რეკორდულ ზრდაზე აცხადებს

601beec4140f6
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.21 17:00
813
საერთაშორისო გაყიდვების ონლაინ პლატფორმა eBay გაყიდვების რეკორდულ ზრდაზე აცხადებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, ონლაინ გაყიდვები განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონზე გაიზარდა და მას ხელი კორონავირუსის გამო დაწესებულმა "ლოქდაუნებმა" შეუწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, eBay-ის გაყიდვები 9.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა მეოთხე კვარტალში, მომხმარებელთა რაოდენობა კი 7%-ით და 185 მილიონი დოლარი შეადგინა.

eBay- ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი იანონე აცხადებს, რომ „კომპანია პანდემიის დასრულების შემდეგ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის დაწყებამდე“.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიის პერიოდში, eBay-ის პლატფორმით განხორციელბული ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 21%-ით 26.6 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟებზე გაზრდილია კომპანიის აქციების ღირებულებაც. ამ შემთხვევაში ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო თითო აქციის ფასმა 63.46 აშშ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები