მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBAYouth Academy-ის გახსნა 2026

eba
23.03.26 12:52
400

2026 წლის 24 მარტს, ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), EBA-ს წევრ კომპანიებთან და ISET-თან პარტნიორობით, გახსნის EBAYouth Academy 2026-ს - ახალგაზრდების განვითარების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტების გაძლიერებას პრაქტიკული უნარებით, ლიდერული შესაძლებლობებით, ციფრული კომპეტენციებითა და რეალური ბიზნეს გარემოს გამოცდილებით.

აკადემია წარმოადგენს მასშტაბურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბაკალავრიატის მოტივირებულ სტუდენტებს, ბიზნეს წარმომადგენლებსა და EBA-ს საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაღალი დონის დისკუსიებში ჩართულობისთვის. ღონისძიების მთავარი მიზანია აკადემიურ ცოდნასა და შრომის ბაზარს შორის არსებული ბარიერების დაძლევა, რაც სტუდენტებს დაეხმარება თავიანთი ცოდნა და უნარები რეალურ კარიერულ შესაძლებლობებად გარდაქმნან, ხოლო კომპანიებს - მოიზიდონ ახალგაზრდა ტალანტები.

ლოკაცია: ProCredit Bank, თბილისი, საქართველო; დრო: 14:00 – 16:00

ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი სიტყვებითა და გამოსვლებით ProCredit Bank Georgia-ის დირექტორის, EBA-ს საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და ISET-ის აკადემიური წარმომადგენლების მიერ.

სტუმრებსა და ახლად შერჩეულ სტუდენტებს გახსნის პანელზე მიესალმებიან:

• ზეინაბ ლომაშვილი - დირექტორი, ProCredit Bank Georgia
• ირინა საკი - ვიცე-პრეზიდენტი, EBA-ს საბჭო
• დავით წიკლაური - EBA-ს მრჩეველთა საბჭო, PMCG
• თამარ სულუხია - დირექტორი, ISET

სხვა საპატიო სტუმრები არიან:

ედიტე მედნე - ლატვიის ელჩი
• მორის პაულუსენი - ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში
• ლაიფ ერიკ შტრესნერი - ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანიის საელჩო თბილისი+

საპატიო სტუმრების გამოსვლების შემდეგ, პროექტის მენეჯერი წარადგენს EBAYouth Academy-ს, მიმოიხილავს წინა წარმატებულ გამოშვებებს, ოფიციალურად გახსნის 2026 წლის პროგრამას და გააზიარებს აკადემიის სამომავლო გეგმებს, ასევე მიმდინარე წლის პროგრამის ძირითად სტატისტიკასა და მნიშვნელოვან შედეგებს.

შემდეგ გაიმართება ალუმნების პანელი, სადაც წინა გამოშვებების წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ბიზნესის სფეროში, გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პროფესიულ პროგრესსა და იმ კონკრეტულ შესაძლებლობებს, რომლებიც წინა ნაკადებში მონაწილეობის შედეგად მიიღეს.

გახსნის მეორე ნაწილი დაეთმობა კარიერული განვითარებისა და მდგრადობის თემებს, რომლებსაც წარმართავენ ProCredit Bank-ის წარმომადგენლები:

• ხატია კირია - HR-ის ხელმძღვანელი, ProCredit Bank Georgia კარიერული შესაძლებლობები და ეფექტური ინტერვიუსთვის მომზადება
• ალექსანდრე ჯაშიაშვილი - მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ProCredit Bank Georgia მდგრადი განვითარება და ეკომეგობრული პრიორიტეტები ProCredit Bank-ში

მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ProCredit ბანკის ეკო-ტურში, რაც მათ საშუალებას მისცემს პრაქტიკულად გაეცნონ ბანკის მდგრად პრაქტიკებსა და ინიციატივებს.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ, EBA-ს წევრ კომპანიებთან პარტნიორობით, მათ შორის: ProCredit Bank, Global VAT, Ecovis, Nexia, ACT, Tegeta Motors, December 32, Girteka, AutoMenu, GeoLab, Dio, Nomos, Andersen და Pullman Hotels Axis Towers.

საკონტაქტო ინფორმაცია: ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), +995-568-066-016, დავიდ აშოტიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები