ებიტ ჯგუფი, ბიზნესებისთვის პოზიტიურ ტრანსფორმაციას აგრძელებს და ამჯერად ჯგუფმა, სპეციალური სისტემა შექმნა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. გონი - ასე შეარქვეს ციფრულ ტექნოლოგიას, რომელიც გონივრულად წყვეტს ბიზნესებისთვის საჭირო პროცესებს. ებიტ ჯგუფში დანერგილ AI-ის, გაყიდვების პროგნოზის გაკეთება შეუძლია, რისი მეშვეობითაც შეკვეთების ავტომატური დაგეგმარება, მისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს და შესაბამისად ბიზნესებსაც უმცირებს რისკებს.