მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ებრაელი ბიზნესმენი იმერეთში მწვანილის წარმოებაში 15 მილიონ დოლარს დებს

5808a88f48959
ელენე გოგბერაშვილი
20.10.16 15:19
2091
ეკონომიკის სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის ფარგლებში მწვანილის ევროპის ბაზარზე გასატანად იმერეთში წარმოების განვითარება იგეგემება. როგორც ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის კოორდინატორი, ლევან კვერაძე აცხადებს, მათ სურდათ აღნიშნული პროექტი კოოპერატივების ჩართულობით განხორციელებულიყო, თუმცა კოოპერატივების წევრების მხრიდან არ იყო მზაობა.

"მწვანილის პროექტში ჩვენ ვნახეთ ებრაული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია, რომ ადგილზე განახორციელოს ინვესტიციები. ის შემოიტანს ტექნოლოგიებს, გააკეთებს სერთიფიცირებას, მოიძიებს მსოფლიო ბაზრებს და გააფორმებს წინასწარ ხელშეკრულებებს პროდუქციის გატანისთვის", - აცხადებს კვერნაძე.

მისი თქმით, ეს იქნება მასშტაბირებადი პროექტი და ერთი სათბურის მოდელზე გაანგარიშებით ინვესტიცია 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები