ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა დღეს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. EBRD-ის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 4.5%-ით გაიზრდება, ალაოგიურია ბანკის პროგნოზი 2020 წლისთვისაც.
2019 წელთან დაკავშირებით ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობასაც. ქვეყნის ბიუჯეტის BDD დოკუმენტის საბაზო სცენარის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკური აქტივობა სწორედ 4.5%-ით გაიზრდება.
მთავრობასთან შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს, რომელიც 2019 წლისთვის 5%-იან ზრდას ელის.
წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.7%-ს შეადგენს.

























