მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD 3 ყაზახურ კომპანიაში წილის შეძენას გეგმავს

5b1fa13161686
თამუნა დემეტრაშვილი
12.06.18 14:31
789
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 3 ყაზახურ სახელმწიფო კომპანიაში წილის შეძენას გეგმავს. ბანკის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი ასტანას საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა და ამ გეგმის შესახებაც ისაუბრა. "ყაზახტელეკომი", "ყაზატომპრომი" და ავიაკომპანია "ეარ ასტანა" სახელმწიფო კომპანიებია, რომელთა პრივატიზაციასაც იგეგმება.

EBRD პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერსპექტივაში "ყაზახტელეკომის" 25%-იანი წილის შეძენის თემა განიხილება.

"ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს ყაზახურ მხარესთან, თუმცა ვერც წილების მოცულობას და ვერც სავარაუდო თანხას დავასახელებთ, ეს მოლაპარაკების ეტაპზე არასწორი იქნება",- განაცხადა EBRD პრეზიდენტმა.

სამი სახელმწიფო კომპანიის IPO-ზე გატანის გადაწყვეტილება ყაზახეთის მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები