მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD: ენერგოპროექტები ადგილობრივ მოსახლეობას სარგებელს მოუტანს

5afc113905cc4
სალომე მეცხვარიშვილი
16.05.18 16:00
835
EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა ბოლო პერიოდში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის საპროტესტო აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და ადამიანებს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი აზრის დაფიქისრება შეუძლიათ. მისივე თქმით, ამ პროცესში მთავარია, მხარეებმა ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი იქონიონ და აზრები გაცვალონ.

"საქართველო არის ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლებაა, აქ პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს და უსმენენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვა პოზიცია. ამასთან ერთად, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ჩვენ თავს ვგრძნობთ კომფორტულად, რადგან ვიცით, რომ გარემო არის დაცული, უსაფრთხო, სოციალური უფლებები დაცულია და ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტები სარგებელს მოუტანს არამხოლოდ ქვეყანას, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. ერთდაერთი რაც გვჭირდება არის დიალოგი ერთმანეთთან, რადგან გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები",- აცხადებს ბალვანერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები