მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის €51-მილიონიანი სესხით თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება

63c68ca12a68e
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.23 16:00
849
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს დააფინანსებს - ამას მხარეებს შორის გაფორმებული 50.6 მილიონი ევროს ახალი საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს. სესხის გარდა, ფინანსური პაკეტი მოიცავს 5 მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF).

EBRD თბილისისთვის ამ თანხებს "მწვანე ქალაქების" ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს. EBRD-ის თანახმად, თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო და მის ფარგლებში ქალაქების სამოქმედო გეგმა (GCAP) შეიმუშავა. 

"ახალი სესხი ეფუძნება ამ ფართო ძალისხმევას, რომლის ნაწილი გულისხმობს კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა სარგებელს მიიღებს მისი მეტროსადგურების საიმედოობის, ეფექტურობის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების შედეგად. ესკალატორების უკეთესი განათება, ვენტილაცია და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესებს თბილისელების ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს, ხოლო სადრენაჟე სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელის კლიმატისადმი მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივების მართვის ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, გაზრდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) შემოსავალს, რომელიც არ არის ტარიფთან დაკავშირებული, ამავდროულად გააუმჯობესებს სერვისს აუცილებელი ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის შემცირების გზით.

ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან, ბანკმა ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ფინანსური, კორპორატიული, ურბანული, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი გააუმჯობესებს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს რომ პროექტის წარმატებული შესრულება მეტ ხალხს უბიძგებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისკენ. პროექტი გააუმჯობესებს მეტრო სადგურების ხელმისაწვდომობას, სანდოობას და უსაფრთხოებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგო ეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა.

ბოლოს, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს როგორც ჩვენ საიმედო პარტნიორს, რომელიც ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. იმედი მაქვს რომ ეს პროდუქტიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.”

მარკ ბოუმენმა, EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და პირადად ვაწერ ხელს ამ შეთანხმებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან. ბოლო წლებში თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად. მოხარული ვართ, რომ EBRD-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება,"- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები