EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოს ეწვევიან
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.23 16:37
• 589
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გამართავენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD-ის პრესსამსახური ავრცელებს. EBRD-ის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრები ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:
• კლარა კროლი - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და საქართველოს დირექტორი; • გერჰარდ ჰაცი - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორი; • იან პუზატი - EBRD-ის დირექტორი საფრანგეთში; • როსმარი შლუპი - შვეიცარიის, უკრაინის, ლიხტენშტეინის, თურქმენეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და უზბეკეთის დირექტორი; • კეტრინ ალენი - ალტერნატიული დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატებში; • მარკუს შულტე - ევროკავშირის (EU) ალტერნატიული დირექტორი; • ალფრედო პანარელა - EIB-ის ალტერნატიული დირექტორი; • იან ვილემ ვან დენ უოლ ბეიკი - ალტერნატიული დირექტორი ნიდერლანდებში, ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში; • კარინა კარაივანოვა - ალტერნატიული დირექტორი პოლონეთში, ბულგარეთში და ალბანეთში; • კრისტინა აკესონი - ალტერნატიული დირექტორი შვედეთის, ისლანდიისა და ესტონეთის საკითხებში; • შონ ლი - ალტერნატიული დირექტორი ავსტრალიაში, კორეაში, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეში. • დელეგაციას უხელმძღვანელებს ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
საბჭოს ვიზიტები EBRD-ის აქციონერთა წარმომადგენლებს აწვდის პირდაპირ ინფორმაციას იმ ეკონომიკებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ბანკი მუშაობს.
დირექტორთა საბჭოს წევრთა ვიზიტი 19-23 ივნისს შედგება.