თუ გავიხედებით 10 წლით უკან, ვნახავთ, რომ გადაწყვეტილებებისა და რეფორმების ტემპი იმ დროს იყო უფრო სწრაფი,- ამის შესახებ EBRD-ის მთავარი ეკონომისტი სერგეი გურიევი გადაცემა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„თუ შევხედავთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საქართველო კვლავ ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორია. მე ვერ გეტყვით რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი. ეს უნდა გადაწყვიტოს ამომრჩევლმა. მე შემიძლია გითხრათ, რა გჭირდებათ უფრო სწრაფი ზრდისთვის - ეს არის ინვესტირება განათლება, ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში“,- აცხადებს სერგეი გურიევი.
კითხვაზე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, გურიევი ამბობს, რომ ეს კითხვა ისმის გარდამავალ ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში.
- საქართველომ ბოლო 16 წლის განმავლობაში შეძლო სტაბილური ეკონომიკის შექმნა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. თქვენ წინაშე ძალიან დინამიური ევროპული ბაზარია. თუკი შევხედავთ ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში მოახდინეს ევროპის ბაზარზე ინტეგრაცია - მაგალითად, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია - მათ საკმაოდ კარგ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს. თუმცა ბოლო კრიზისებიდან გამომდინარე ეს ქვეყნები ისეთივე კონკურენტულები აღარ არიან. ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდილობთ დავეხმაროთ ქვეყანას შემდეგი მიმართულებებით: ინკლუზიურობის ზრდა, ლარში დენომინირებული ინსტრუმენტების ზრდა, ასევე გამოვყოფდი ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, სწორედ გამართული ინფრასტრუქტურით უნდა შეძლოთ სხვადასხვა ბაზრებზე გასვლა. განახლებადი ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მსოფლიოში და მასთან გასამკლავებლად განახლებად ენერგიაზე გადასხვლა ერთადერთი პასუხია.
- გულისხმობთ თუ არა ამ შემთხვევაში ჰიდროელექტროსადგურებს, თუ მხოლოდ მზის და ქარის ენერგიას?
- ორივეს. საქრთველო ელექტროსადგურების კუთხით კარგად ვითარდება, მაგრამ კვლავაც არის გამოწვევები. ასე მაგალითად ჩვენ ჩართულები ვართ ენგურის რეაბილიტაციის პროცესში. თუმცა მზის და ქარის ენერგიების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია.

























