მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის ქეშბექ პროგრამა მზის ელექტროსადგურებისთვის

646b7425b5a45
BM.GE
23.05.23 10:00
1816
კომპანია ინსტა ფოტოელექტრული ბაზრის წამყვანი ბრენდის - Jinko Solar-ის ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში.

Jinko Solar-ი მუდმივად მუშაობს პროდუქტის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს Jinko Solar-ი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 130 GW სიმძლავრის ფოტოელექტრული პანელების რეალიზება მოახერხა.
Jinko Solar-ი ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც EBRD-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ საკუთარ პროექტებში ჩართონ Jinko Solar-ის პროდუქცია და ისარგებლონ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის შეთავაზებით.

EBRD-ის სპეციალური პროგრამა, იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს მზის ელექტროსადგურის კრედიტით დაფინანსებისას, პროექტის ღირებულების 10-15 პროცენტი ქეშბექის სახით დაიბრუნონ. ეს ფაქტი, მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებას ფინანსურად კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა Jinko Solar-ის ინოვაციურ პროდუქტზე - N-Type TOPCon მოდულის ფოტოელექტრულ პანელზე. 2023 წლის პირველ კვარტალში, N-Type TOPCon მოდულის ჯამურმა რეალიზაციამ დაახლოებით 6 GW შეადგინა. აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ეფექტურობის გაუმჯობესებული მაჩვენებელია, რომელმაც 2022 წლის მონაცემებით სარეკორდო მაჩვენებელს - 23.86%-ს მიაღწია.

Jinko Solar-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში არის კომპანია ინსტა, რომლის მუდმივ მარაგში არის ახალი - N-Type TOPCon მოდულის პანელები.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები