მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დაინიშნა

გიორგი ახალკაცი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა.

გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს და საქმიანობას ბანკის მუდმივ წარმომადგენლობაში დედაქალაქ ტუნისში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის უხელმძღვანელებს ბანკის ინვესტიციებსა და ოპერაციებს ტუნისში და ანგარიშვალდებული იქნება სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულების მმართველი დირექტორის წინაშე.

გიორგი EBRD-ს 2009 წელს შეუერთდა და ამჟამად სომხეთის ოფისის ხელმძღვანელია. ახალ პოზიციაზე ის გამოიყენებს ბანკის ტუნისთან წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიან გამოცდილებას.

სომხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ის მუშაობდა EBRD-ის თბილისის წარმომადგენლობაში, ასევე ბანკის წარმოებისა და მომსახურების და საკრედიტო რისკების მართვის გუნდებში ლონდონში.

EBRD ტუნისში 2012 წლიდან ოპერირებს. მისი ძირითადი მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების მხარდაჭერით, ასევე ფინანსური სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება.

მას შემდეგ, რაც ბანკმა ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო, მან 90 პროექტში 3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომლის 65% კერძო სექტორზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები