EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო
BM.GE
16.11.18 16:34
• 1207 ნახვა
EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო. სესხს მუნიციპალიტეტი ორ ტრანშად მიიღებს - 3.2 მილიონ ევროდ და 2.3 მლნ ევროდ.
თანხა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტრანსორტის განახლებისთვისაა გამოყოფილი. კერძოდ, „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო. ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი სატრანსპორტო საშუალება, არსებულ ავტობუსებთან შედარებით, ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.
2019 წელს კი, ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა განხორციელდება.