ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ერევნის ოფისის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დანიშნა, რომელიც დიმიტრი გვინდაძეს შეცვლის.
ახალკაცი საქმიანობას EBRD-ის ერევნის ოფისში 2022 წლის 1 მაისიდან შეუდგება და ის ანგარიშვალდებული კატარინა ბიორლინ ჰანსენის, EBRD-ის რეგიონული დირექტორის წინაშე იქნება.
ახალკაცმა კარიერა ადვოკატობით დაიწყო და მოგვიანებით Société Générale-ში გადასვლით საბანკო საქმეში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახალკაცი EBRD-ს 2009 წელს შეუერთდა და ბოლოს ასოცირებული დირექტორის და უფროსი ბანკირის პოზიცია ეკავა.
EBRD-ი სომხეთში 1992 წლიდან არის წარმოდგენილი, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ქვეყნის მასშტაბით 1,8 მლრდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 200-მდე პროექტში.




























