ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის კავშირი გამოდიან ინიციატივით, რათა ერთობლივი პროგრამით დაუჭირონ მხარი საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ევროკავშირის სტანდარტებზე გადაწყობაში, რათა მათ სრულად მოახდინონ იმ შესაძლებლობების სრული პოტენციალის რეალიზაცია, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს.
ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ევრობანკი სს „საქართველოს ბანკს“ გამოუყოფს 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს (დაახლოებით 220 მილიონ ლარს), რათა მოხდეს ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. დაფინანსების ხსენებული მექანიზმი. ის მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის $50 მილიონიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის $40 მილიონიან დაფინანსებას და ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის $10 მილიონიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში - მიმართული იქნება სს „საქართველოს ბანკიდან“ კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით.
ეს დაფინანსების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და წარმოების მოდერნიზაციის მიზნით კაპიტალდაბანდების განხორციელებაში, რათა ამგვარად დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები. შედეგად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი დაინტერესებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს 15 პროცენტამდე საინვესტიციო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოუყოფს ტექნიკურ დახმარებას. მას საკონსულტაციო მომსახურების სახე ექნება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნება მოწოდებული ევრობანკის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაფინანსების ეს მეზანიზმი გაზრდის წვდომას ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ საკრედიტო რესურსებზე - რაც ძალზედ საჭიროა - და უშუალოდ ქალი-მეწარმის მართვის ან მფლობელობის ქვეშ არსებულ საწარმოებს დაეხმარება ფინანსების, ტექნიკური ცოდნისა და კონსულტაციების მიღებაში.
ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას მოსაზრებით - "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოში მოქმედ საწარმოებს ძალზედ მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზარს უხსნის. რეგიონულ ბაზრებზე მეტი კონკურენციისთვის, კომპანიებმა წარმოებისა და ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტები უნდა იქონიონ; კორპორატიული მმართველობა დახვეწონ, დაგეგმარება და ფინანსური მართვა გაიუმჯობესონ. მადლობას ვუხდით ევროკავშირს - ჩვენს უმსხვილეს დონორს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელების პროცესში ჩვენი განუხრელი დახმარებისთვის. ევრობანკს გაცნობიერებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოში მოქმედი მეწარმეებისა და საწარმოების დახმარებაზე ინვესტიციების, ტექნიკური ცოდნისა და მთავრობასთან დარგობრივი პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების გზით, რათა ქვეყნის ეკონომიკამ მაქსიმალუად მოახდინოს ახალი საბაზრო შესაძლებლობების რეალიზაცია".
"ძალიან მახარებს ყველაზე მოცულობითი და ამავდროულად ყველაზე განგრძილივი ვადიანობის მქონე საკრედიტო რესურსის მიღება ადგილობრივ ვალუტაში, რაც ოდესმე მიუღია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. სესხის ჯამური ოდენობა თითქმის 220 მილიონი ლარია. ის სს „საქართველოს ბანკს“ მისცემს ლარში გრძელვადიანი სესხების გაცემის საშუალებას, რაც ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იქნება. ჩვენი ბანკის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ეს გახლავთ: გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების კონტექსტში. აქვე, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას მოვახსენებ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს - ევრობანკს“ განაცხადა სს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მურთაზ კიკორიამ.