მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა "თიბისი ბანკს" $6.8 მილიონის ოდენობის სესხი გამოუყო

5c16736daecfa
ლევან თაღიაშვილი
16.12.18 19:44
931
EBRD-მა TBC ბანკს $6.8 მილიონის ოდენობის სესხი გამოუყო.

ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვრცელდება, რომლის თახმად, სესხის სახით გამოყოფილი თანხა ნაკრას, ხელრას და იპარის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის დაიხარჯება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $19.5 მილიონია.

ჰიდროელექტროსადგურების ჯამური მოცულობა 13.7 მეგავატია და სამივე მათგანი სვანეთის რეგიონში მდებარეობს.

EBRD-ის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სესხი ასევე მოხმარდება საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარებას და ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები